რეზონანსი
30.03.2025

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ირაკლი ბებუამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და მის გათავისუფლებაში მონაწილე პირებს, მადლობა გადაუხადა.

"სახლში მინდა. გულით რომ გითხრათ, ერთი სული მაქვს, სახლში როდის მივალ. დიდ მადლობას გიხდით, ვინც მონაწილეობა მიიღო გათავისუფლებაში. ადამიანურად, ყველას მადლობას გიხდით," - განაცხადა ირაკლი ბებუამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო დროშის დაწვის გამო ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  როგორც ეხო კავკაზა წერს, აფხაზეთში კოლონიები არ არის, მხოლოდ წინასწარი დაკავების დაწესებულებებია. ამის გამო თავისუფლების აღკვეთის ერთი წელი ორ წლად ითვლება. შესაბამისად ირაკლი ბებუას ჯამში მას 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მოუწია და 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×