რეზონანსი
30.03.2025

ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დღე, პრეზიდენტი აპირებს, ხვალ მიმართოს საზოგადოებას და ისაუბროს იმ აქტუალურ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იყო ხვალინდელ დღეზე საუბარი, მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პრეზიდენტი აპირებს, ხვალ მიმართოს საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბება ამ დღის აღსანიშნავად. იქნება მის მიერ გაჟღერებული მისი დამოკიდებულება იმ აქტუალური პროცესებისადმი, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

ხვალინდელი დღე არის თავისთავად მნიშვნელოვანი დღე, რადგან არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დღე, ასევე პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. ამაზე მეტი მნიშვნელობის მიცემა ამ დღისთვის შეუძლებელია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×