რეზონანსი
30.03.2025

„კუმისის" დირექტორის, გოგიტა მაისურაძის თქმით, სააღდგომოდ კვერცხზე ფასი არ მოიმატებს. როგორც მან აღნიშნა, პირიქით, ფასების შემცირებასაც შეიძლება ველოდოთ.

„ფასების ზრდა არ იქნება, პირიქით. ჩვენ საახალწლოდაც და სააღდგომოდაც ფასდაკლებებსაც ვაკეთებთ. იქნება გარკვეული დღეების ფასდაკლებები. ამიტომ ფასი ნამდვილად არ გაიზრდება", - განმარტა მან.

მისივე თქმით, საქართველოში წლიდან წლამდე ადგილობრივი წარმოება რაოდენობრივად მატულობს.

„ამის მიზეზი ისაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება იზრდება. რადიკალური ზრდა არ არის, მაგრამ 5-6%-იანი ზრდა შეინიშნება. საქსტატის მონაცემებითაც, ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება 1-2 ცალი კვერცხით მატულობს, რაც კარგია. ამიტომაც ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მოთხოვნას ფეხი ავუწყოთ", - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.

წყარო: bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×