რეზონანსი
30.03.2025

თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი გააგრძელებს მუშაობას „თურქეთი ტერორიზმის გარეშე" გეგმის შესაბამისად, რომლის ამოცანა „ქურთისტანის მუშათა პარტიის" და „სახალხო თავდაცვის შენაერთის" დაშლაა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა მოელის, რომ ორივე დაჯგუფება დაიშლება და სრულიად დაყრის იარაღს ყოველგვარი შეფერხები გარეშე.

„თურქეთს არ აქვს უსაზღვრო მოთმინება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×