რეზონანსი
30.03.2025

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ბატალიონის III ქვეითმა ასეულმა, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოს" სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა თავმოყრის რაიონის დაკავების, ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს.

სიტუაციური სწავლების მიზანი იყო ქვედანაყოფის მომზადება კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×