რეზონანსი
30.03.2025

ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციებს წყვეტენ და ქალაქის ბლოკირებაზე გადადიან, - ამის შესახებ აღნიშნულია მაღაროელების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა სატვირთო ავტომობილს, რომელსაც შესაძლებელია გადაჰქონდეს სილა, ხრეში, ღორღი, მანგანუმი ჯართი და ა.შ. 24 საათიანი კონტროლის რეჟიმში გააჩერებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, შეწყდა საპროტესტო აქციები და დღეიდან გადავდივართ ქალაქის ბლოკირებაზე. კერძოდ, მემორიალსა და ჯრუჭულის პოსტებზე მოგვიწევს ცხოვრება. 24-საათიანი კონტროლის რეჟიმში ვაჩერებთ ყველა სატვირთო ავტომობილს, რომელსაც შესაძლებელია გადაჰქონდეს სილა, ხრეში, შებენი, ბიგა, მანგანუმი, ჯართი და სხვა ყველა სახის ტვირთი, რომელიც დააპირებს ქალაქის გავლას, გარდა დისტრიბუციის სამარშრუტო ტაქსების და მსუბუქი ავტომობილებისა!" - აღნიშნულია მაღაროელების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×