რეზონანსი
30.03.2025

ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთში" შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, რამდენად „ზუსტად და გამჭვირვალედ" მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, „დრო გვიჩვენებს".

„რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება მოქმედი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა", - აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×