რეზონანსი
29.03.2025

თელავში ეროვნული გვარდიის მე-20  ბრიგადის თანამშრომელი გარდაიცვალა. ჯემალ ბეგლარიშვილი თვენახევრის მანძილზე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მძიმე ავარიის შემდეგ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციაში მოათავსეს.

შემთხვევის შედეგად, სამხედრო პირს დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები, მიღებული ტრავმის გამო, დაუზიანდა თავის ტვინი. საზოგადოების ფინანსური დახმარებით, ბეგლარიშვილს ერთი კვირის წინ, რთული ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ახალგაზრდა მამაკაცს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 17 თებერვალს მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×