
მოულოდნელად მითხრეს, რომ გადიო და ადვოკატთანაც არ დამირეკია - განაცხადა ელენე ხოშტარიამ იზოლატორის დატოვების შემდეგ.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე:
"კახეთის გზატკეცილზე განყოფილებში მაშინვე ძალადობაზე გადავიდნენ, სახეზე შემეხნენ, კბილები, მერე უკვე აქ [დიღმის იზოლატორში] ჩაატარეს დამამცირებელი პროცედურა, გამაკავეს, ორივე ხელი უკან შემიკრეს . ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა.
იქ იყო ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი , რომელმაც მითხრა, რომ უნდა გაგჩხრიკოთ . მე ვუთხარი, რომ ჯიბეები შეგიძლიათ ნახოთ , მე თქვენთან არ ვთანამშრომლობ, ამის შემდეგ, გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან და ვეიპი მქონდა და ამის ამოგლეჯისას კბილები , სახეზე, იყო პირდაპირი ძალადობა, იყო ცინიკური დამოკიდებულება....
აქ შესვლისას მქონდა წნევა , ღებინების ეპიზოდი, არ გამიშვეს საპირფარეშოში და ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ძალადობის ეპიზოდი, როდესაც 2 პოლიციელი მაკავებდა, ნინო ჩხარტიშვილი, მეორე პოლიციელი და მესამე მხდიდა , მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ , ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან..."