რეზონანსი
29.03.2025

უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის დარტყმა არის პუტინის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ „იქსში" დაწერა.

„დნიპროზე დრონებით რუსეთის დარტყმის შედეგად მოკლულია ოთხი და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. თავდასხმა ისევ დასახლებულ რაიონებზე განხორციელდა. ეს არის პუტინის პაუსხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებებზე - მეტი სამხედრო დანაშაული და თავდასხმა მოქალაქეებზე", - წერს ანდრეი სიბიგა და დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 21 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×