რეზონანსი
29.03.2025

რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გასული საღამოსა და ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 170-ზე მეტი დრონით შეუტია. აღნიშნული მასიური თავდასხმის სამიზნე დნიპროს, კიევის, სუმის, ხარკოვისა და ხმელნიცკის რეგიონები იყო. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი „რეალურ ზეწოლას არ გრძნობს".

„რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, ომის გაჭიანურებითა და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებით, რადგან ის ჯერ კიდევ არ გრძნობს რეალურ ზეწოლას. დიპლომატიამ შეიძლება იმუშაოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მას ზურგს რეალური ქმედებები უმაგრებს, რომლებიც ჩვენს მეომრებს აძლიერებს და ოკუპანტებს ომის წარმოებისთვის რესურსებზე წვდომას უზღუდავს. ჩვენმა პარტნიორებმა იციან რა სახის ზეწოლას შეუძლია ეს და ეს დამოკიდებულია ამერიკაზე, ევროპასა და მსოფლიოში ყველაზე, ვისაც ეფექტური დიპლომატია სურს", - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×