რეზონანსი
29.03.2025

ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებებისთვის მზად ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებების მიღწევის შესახებ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიმართა.

„შეთანხმებების მიღწევა სურთ. შესაძლებელია, თუ შეთანხმების სანაცვლოდ რაიმეს მივიღებთ. მე ამისთვის ნამდვილად მზად ვარ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, მოხდება თუ არა შეთანხმებების მიღწევა 2 აპრილამდე, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა".

„არა, ალბათ უფრო მოგვიანებით. ეს პროცესს წარმოადგენს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×