რეზონანსი
29.03.2025

რუსულმა ძალებმა 29 მარტის ღამეს უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 172 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ოლქებში 94 დრონი ჩამოაგდო.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსების მიერ გაშვებული 69 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და სუმის ოლქები დაზარალდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×