რეზონანსი
29.03.2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა USAID-ის საქმიანობის შეჩერების შესახებ კონგრესს აცნობა. CNN-ის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზოგიერთ ფუნქციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადაიბარებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სააგენტოს რეორგანიზაცია 1-ელ ივლისამდე დასრულდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ „სწორად შესრულებულ საგარეო დახმარებას ეროვნული ინტერესების გაძლიერება შეუძლია, თუმცა USAID-მა თავდაპირველ მისიას დიდი ხნის წინ გადაუხვია“.

„პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, ფისკალური უპასუხისმგებლობის ეპოქა დასრულდა. ჩვენ საგარეო დახმარების პროგრამების რეორიენტაციას ვახდენთ ისე, რომ აშშ-ისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს საუკეთესო იყო. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტიკული პროგრამებისა და სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებას ვაგრძელებთ, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს ქვეყანას აძლიერებს“, - აცხადებს მარკო რუბიო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×