რეზონანსი
29.03.2025

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 33 წლის ქალი დააკავეს. ცენტრალურ გზაზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინრეობდა. ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს.

თვითმხილველების თქმით, საპატრულო პოლიციამ მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის დროს გააჩერა.

სავარაუდოდ, პოლიციამ ეჭვის მიტანის საფუძველზე, ავტომობილში ჩხრეკა ჩაატარა და ქალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებული ფონიჭალის მკვიდრია.

ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×