რეზონანსი
28.03.2025

„მეგობარი აქტი“ და მსგავსი ტიპის გზავნილები არის იმისთვის, რომ [გარე ძალებმა] ხელი შეუწყონ [საქართველოში არსებულ] მილევად აქციებს, სადაც უკვე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გამოდიან, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, „დიფ სთეითი“ ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას.

„დიფ სთეითი“ ისევ ფლობს ბერკეტებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო პროცესს ხელი შეუშალოს, [მიუხედავად იმისა, რომ] ეს მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ინტერესია. ასევე, ის ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×