რეზონანსი
28.03.2025

ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა - პარლამენტის თავმჯდომარე იმ სამ ასპექტზე საუბრობს, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილის ვოიაჟმა გამოკვეთა და ამ ქვეყნების საქართველოს მიმართ პრობლემურ დამოკიდებულებას ააშკარავებს. შალვა პაპუაშვილი ვრცელ "ფეისბუქ" სტატუსში წერს, რომ ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ, საბჭოთა მეთოდები ვერ დაივიწყეს და ამ მეთოდებით ახლა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევას ცდილობენ.

ხელისუფლების ოპონენტები, საქართველოს მიმართ ბალტიის ქვეყნების მიდგომას იზიარებენ. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და საბჭოთა კავშირში დაბრუნება, რუსეთის ინტერესებშია.

ბალტიის ქვეყნების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოწოდება, მაშინ როცა თავად რუსეთთან მჭიდრო

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გაკავშირებს ამორალურია .

უკვე რამდენიმე დღეა, სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეხვედრებს მართავს. ვრცელი "ფეისბუკ" სტატუსი, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამოაქვეყნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×