რეზონანსი
28.03.2025

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

„პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან - როგორც კი საგამოძიებო კომისია მუშაობას დაასრულებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის გადაუგზავნის. ასევე, ჩვენ დაუყოვნებლივ შევიტანთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში იმასთან დაკავშირებით, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მოგეხსენებათ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×