რეზონანსი
28.03.2025

მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 732 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის სამხედრო მეთაურმა, მინ აუნ ჰლაინმა განაცხადა, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

„საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და საერთაშორისო დახმარება მოვითხოვე“, - აღნიშნა მან.

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიკაინის ჩრდილოეთით, 16 კილომეტრში მდებარეობდა.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთსა და ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იგრძნობოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×