რეზონანსი
28.03.2025

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი გაუარესდა ყველა სექტორში გარდა ვაჭრობის სექტორისა, - აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ კვლევაში.

BAG-ის ცნობით, 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა მრეწველობის სექტორში 19.5 ქულით, ვაჭრობის სექტორში - 15.7 ქულით, მომსახურების სექტორში - 14.1 ქულით, ხოლო მშენებლობის სექტორში - 1.7 ქულით. რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, მოლოდინების შეფასება გაუმჯობესდა ვაჭრობის სექტორში 21.1 ქულით, მომსახურების სექტორში - 10.8 ქულით და მშენებლობის სექტორში - 2.5 ქულით, ხოლო გაუარესდა მრეწველობის სექტორში 13.8 ქულით. 2025 წლის I კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაჭრობის სექტორში. თუმცა, ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური მშენებლობის სექტორში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×