რეზონანსი
28.03.2025

მე დღეს მო­სუ­ლი ვარ და­ღუ­პუ­ლე­ბის გამო, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს და­ღუ­პუ­ლებ­თან, ვი­ღაც ტვინ­მოღ­რე­ცი­ლე­ბის­გან არ მოჰ­ყვა სწო­რი შე­ფა­სე­ბა - არ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ 2008 წლის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვებს არ გავ­ცე პა­სუ­ხი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვერ­ცერთ ტვინ­მოღ­რე­ცილს სა­შუ­ა­ლე­ბას ვერ მივ­ცემ და­ღუ­პუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევრთან მი­ვი­დეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირ­სი ადა­მი­ა­ნი მე­თა­უ­რობ­და და იმას კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ აქვს. ვერ და­ვუშ­ვებ იმას!- ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რალ­მა მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კო­მი­სი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზეც გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომია. რო­გორც მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ის ამ სა­კი­თხზე ჰა­ა­გა­შიც მოწ­მის სა­ხით არის და­კი­თხუ­ლი, ამას­თან, მზად არის კო­მი­სი­ის შე­კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხოს.

"ქალ­ბა­ტო­ნო თეა, თქვენ არა­ერ­თი ღამე გაქვთ გა­თე­ნე­ბუ­ლი, ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლი იცით და ყვე­ლა პა­ტივ­ცე­მულ­მა სტუ­მარ­მა, ვინც აქ არის მობ­რძა­ნე­ბუ­ლი. მე იმით გან­ვსხვავ­დე­ბი,რომ და­კი­თხუ­ლი ვარ ჰა­ა­გა­ში, ვარ მოწ­მე. ბევრ კი­თხვა­ზე შე­ზღუ­დუ­ლი ვარ, ვერ ვუ­პა­სუ­ხებ იმი­ტომ, რომ გა­უთ­ქმე­ლო­ბაც არის. სხვა­დას­ხვა კო­მი­სი­ებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნე­ბა მაქვს მი­ცე­მუ­ლი, და­კი­თხუ­ლი ვარ, მათ შო­რის, არ­სე­ბობს სტე­ნოგ­რა­მე­ბი. 17 წლის თავ­ზე მზად ვარ ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გავ­ცე. იმ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ომი მომ­ხდა­რი იყო, უფრო კარ­გად მახ­სოვ­და და იმის თქმა მინ­და, რომ ჩემს ყვე­ლა სი­ტყვას ვე­თან­ხმე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ა­აშ­კა­რა­ოთ და აჩ­ვე­ნოთ ის ჩვე­ნე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა 2007 წლი­დან და მა­ნამ­დე პე­რი­ოდს, ყვე­ლა დე­ტალ­ზე მზად ვარ გი­პა­სუ­ხოთ. მე დღეს მო­სუ­ლი ვარ და­ღუ­პუ­ლე­ბის გამო, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს და­ღუ­პუ­ლებ­თან, ვი­ღაც ტვინ­მოღ­რე­ცი­ლე­ბის­გან არ მოჰ­ყვა სწო­რი შე­ფა­სე­ბა,მი­უ­ხე­და­ვად იმის,ა რომ ამ კომ­პო­ნენტზე ბა­ტონ­მა გე­ნე­რალ­მა ზაზა გო­გა­ვამ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გას­ცა. ჩემი ღრმა რწმე­ნით, არ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ 2008 წლის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვებს არ გავ­ცე პა­სუ­ხი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვერ­ცერთ ტვინ­მოღ­რე­ცილს სა­შუ­ა­ლე­ბას ვერ მივ­ცემ და­ღუ­პუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევრთან ვინ­მე მი­ვი­დეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირ­სი ადა­მი­ა­ნი მე­თა­უ­რობ­და და იმას კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ აქვს. ვერ და­ვუშ­ვებ იმას, რომ ეს ვინ­მეს ვათ­ქმე­ვი­ნო",- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა.

კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მას ჰკი­თხა, რო­დე­საც ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ, 2007 წელს კვლავ დაბ­რუნ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, ხომ არ იყო რა­ი­მე სიგ­ნა­ლი, მი­ნიშ­ნე­ბა, ან სამ­ხედ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბის, ან პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტი ან ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც პი­რა­დად მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილს აფიქ­რე­ბი­ნებ­და - შე­საძ­ლოა ისე და­ი­ძა­ბოს ვი­თა­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რომ ეს გა­და­ზარ­დოს ომში.

მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნულ კი­თხვას უპა­სუ­ხა, რომ „არა" და გან­მარ­ტა, რომ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ის შე­ფა­სე­ბის­თვის არ მი­სუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლის თქმით, ის ძა­ლე­ბი­დან ორ­ჯერ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში 2006 წელს, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი 2011 წელს. მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლის თქმით, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მი­ზე­ზი კი იყო, შემ­დე­გი „ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­ი­ბოღ­მა იმის გამო, რომ შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მო­ვა­ტა­რე ცხინ­ვალ­ში".

რე­ა­ლუ­რად კი, ყუ­რაშ­ვი­ლის თქმით, იმ დროს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი დღემ­დე არ აქვს.

"ამ კი­თხვა­ზე დღე­საც არ მაქვს ზუს­ტი პა­სუ­ხი. შე­იძ­ლე­ბა ასე აიხ­სნას, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შო­რის შიდა კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ტრი­გე­ბი [იყო]. ეს უკავ­შირ­დე­ბო­და მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბას. მე, რო­გორც სამ­ხედ­რო მე­თა­ურს, „ნო­ხის" ქვეშ და კუ­ლი­სე­ბის უკან, რა ხდე­ბო­და, არ ვიცი. ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო მი­ნის­ტრი, ცხინ­ვა­ლი­დან გა­მო­ვა­ტა­რე. შს მი­ნის­ტრის მერე არა­ვის გა­უვ­ლია. გა­მო­ვა­ტა­რე და ამა­ზე და­ი­ბოღ­მა და გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. დიახ, [ოქ­რუ­აშ­ვილ­მა] გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. ხე­ო­ბა­ში მი­ნის­ტრი მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო ჩა­მო­სუ­ლი. მე მა­გა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ვი­ცო­დი.... [გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის] მი­ზე­ზი დღემ­დე არ ვიცი, ჭო­რად მო­მი­ტა­ნეს, რომ ეს იყო", - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2007 წელს დაბ­რუნ­და, მას შემ­დეგ რაც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×