რეზონანსი
27.03.2025

ფსევდოლიბერალურმა პოლიტიკამ მთელი მსოფლიო მიიყვანა ძალიან ცუდ შედეგამდე. ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა, - ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგეების შესახებ კომენტირებისას.

მისი თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის თავად განსაზღვრავს იმ პოლიტიკას, რა დაკვეთასაც საკუთარი მოქალაქეებისგან იღებს.

„ჩვენს ევროპელ, ჭკუის მასწავლებელ მეგობრებს ვურჩევდი, რომ დაანებონ თავი საქართველოსთვის მითითებების გაცემის პოლიტიკის გატარებას. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას. ამ დაკვეთას კი საკუთარი მოქალაქეებისგან იღებს.

ჩვენ ვაპირებთ ფასეულობებისა და ქვეყნის რეალური სუვერენიტეტის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაძლიერებას", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×