რეზონანსი
27.03.2025

არსებობს ერთგვარი გლობალური ქსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკრეტული თანამშრომლებისთვის თანხის ჩარიცხვის საკითხის კომენტირებისას.

„არსებობს ერთგვარი გლობალური ქსელი, რომელიც ცდილობს მათ შორის საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას. შეწყდა დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თვითონ ამერიკის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ქსელი ევროკავშირის მეშვეობით და ევროპული სახელმწიფოების მეშვეობით აგრძელებს დაფინანსებას საქართველოში დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკრეტული თანამშრომლებისთვის თანხის ჩარიცხვის საკითხს სახელისუფლებო გუნდი ეხმიანება. გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა ოდიოზური ფონდის მხრიდან ფინანსები მიემართებოდა აგენტურული ქსელის შესაქმნელად. მიზანი კი გარე დავალებების შესრულებაა. ქრონიკის წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი დონაციები სოროსის ფონდს აქვს გაკეთებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×