რეზონანსი
27.03.2025

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკს და გაერო-ს ინსტიტუტების: გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა გაერო-სა და მის ინსტიტუტებთან.

ხაზი გაესვა თანამშრომლობის ახალ ციკლს, რომელიც განვითარების თანამშრომლობის შესახებ 2026-2030 წლების ხელშეკრულებაზე მიმდინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყება და, დიდიე ტღებიუკის თქმით, საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში შეუწყობს ხელს.

დიდიე ტღებიუკი დაინტერესდა საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებით, მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო საქმიანობით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×