რეზონანსი
27.03.2025

გენერალი ზაზა გოგავა წულუკიანის კომისიაზე სამხედრო ფორმით გამოცხადა - წულუკიანს გამოცდილ სამხედრო მოსამსახურესთან კითხვები აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქვს. 

„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ. კომისიამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას მიმართა.

დღეს გაირკვა, რომ წულუკიანმა გაერთიანებული შტაბის მაშინდელი უფროსი და წინა ხელისუფლების დროს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი დაიბარა. 

გოგავამ და ყურაშვილმა ენმ დატოვეს და წულუკიანის კომისიაზე წარდგებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×