
საგამოძიებო კომისიის საქმიანობა უბრალოდ პრინციპის ამბავი არ არის, კომისია ცდილობს, ნათელი მოჰფინოს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაშია ამდენი წელი, ამას კი ძალიან მკაფიო პასუხები სჭირდება, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
„კომისიაში როცა არ ცხადდები, ეს არის კანონდარღვევა, მათ შორის ამომრჩევლის უპატივცემულობაც, როცა ისინი საზოგადოებაში მათ მიმართ არსებულ კითხვებს მკაფიო პასუხებს არ სცემენ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დაბარების მიუხედავად, გუშინ არ გამოცხადდა ირაკლი ოქრუაშვილი. მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულია გამოძიება, ბადრი ჯაფარიძეზე კი კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.