
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რუსეთში 3000-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა. ინფორმაციას CNN-ი სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯარისკაცების დამატებითი შენაერთის გაგზავნით ფხენიანი მოსკოვის მხარდაჭერას უკრაინის ომში განაგრძობს იმ დროს, როცა მსოფლიო ლიდერები სამწლიანი საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე მუშაობენ, აღნიშნავს ამერიკული ტელეარხი.
როგორც CNN-ი იუწყება, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი სამხედრო ძალა იანვარსა და თებერვალში გააგზავნა. საერთო ჯამში, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოკორეელების ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 11 ათასს აღწევს.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, დაახლოებით 4000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ომში უკვე დაიჭრა ან დაუღუპა.
გარდა ცოცხალი ძალისა, ფხენიანმა მოსკოვს მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები, 220 ერთეული 170 მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცა და 240 მილიმეტრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გადასცა.