რეზონანსი
27.03.2025

დონალდ ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც აშშ-ში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს. გადაწყვეტილების შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და შესაბამის აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან ამოქმედდება.

ტრამპის განმარტებით, ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა სხვა ქვეყანაშია აწყობილი.

ტრამპის ახალ ბრძანებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური ოტავა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრამპის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს "პირდაპირი თავდასხმა" უწოდა და განაცხადა, რომ მათ საპასუხო რეაგირება ექნებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×