რეზონანსი
26.03.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთის თხოვნას სანქციების შემსუბუქების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

„ისინი [ამერიკული მხარე] განიხილავენ ამას. დაახლოებით ხუთი ან ექვსი პირობაა. ჩვენ მათ განვიხილავთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სიღრმისეულ დისკუსიებს რუსეთთან და უკრაინასთან. და ვიტყოდი, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს ისეთი სიტუაციაა, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია. მაგრამ ძალიან დიდი და დეტალური საუბრები მიმდინარეობს ახლა ორივე მხარესთან“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×