რეზონანსი
25.03.2025

აშშ-ის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა შვიდი მილიონი გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები წაშალა, რომლებიც ცოცხლებად ირიცხებოდნენ. ინფორმაციას ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემების წაშლა უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში მოხდა. სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ისეთი ადამიანები ჰყავდა ჩაწერილი, რომელთა ასაკი 120 წელს აღემატებოდა.

ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის განცხადებით, კიდევ ხუთი მილიონი გარდაცვლილი ადამიანის მონაცემები აქვთ წასაშლელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×