რეზონანსი
24.03.2025

ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ასეთი ტერმინებით მიმართავს, აჩვენებს, რომ ქართული ენა მისთვის უბრალოდ მშობლიური არაა და არ იცის სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველ ქომაგებთან დაკავშირებულ განცხადებას.

„ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისთვის [სალომე ზურაბიშვილისთვის] ქართული ენა უბრალოდ მშობლიური ენა არაა. ეს ზოგადად ახასიათებს ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ, რომ იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე. ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ასეთი ტერმინებით მიმართავს, აჩვენებს, რომ ქართული ენა მისთვის უბრალოდ მშობლიური არაა და არ იცის სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ახლა მისი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ როგორია არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც [განცხადება] ამის დასტურია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილს „უჯიშოს“ და „უმსგავსოს“ უწოდებს. მან სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც საკუთარ თავს პრეზიდენტად მოიხსენიებს, სომხეთს კი საქართველო-სომხეთის საფახბურთო მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს უხდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×