რეზონანსი
24.03.2025

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბერლინის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ექსპერტის თქმით, სამაგიეროდ, გერმანიას არ უჩნდება კითხვები სირიის ლიდერთან მოჰამედ ალ-ჯულანთან. 

"ბერლინის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.

სამაგიეროდ, აბუ მოჰამედ ალ-ჯულანის ხელისუფლების დემოკრატიითა და ჰუმანიზმით აღფრთოვანებული ანალენა ბერბოკი სირიის სახელმწიფოს აღიარებს, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას ახლო აღმოსავლეთში.

არ გამიკვირდება, ბრიუსელის უკანა ეზოდ ქცეულმა გერმანიამ, ვიზალიბერალიზაციით ვაჭრობა დაგვიწყოს", - დაწერა ზურაბ ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×