რეზონანსი
20.03.2025

ბირთვულ საკითხებში დიპლომატია შედეგებს თუ ვერ გამოიღებს, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონსერვატორ რადიოწამყვანთან, ჰიუ ჰიუტთან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დონალდ ტრამპის სურვილია, ირანის ბირთვულ საკითხზე დიპლომატიური საშუალებებით იმუშაოს, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება ბირთვული იარაღით აღჭურვილ ირანსა და ზომების მიღებას შორის მოუწევს, დონალდ ტრამპი ზომებს მიიღებს.

„პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, თავიდან ავიცილოთ ირანი ბირთვული პოტენციალით, ამის გასაკეთებლად შესაძლებლობა გვაქვს და კიდევ უფრო შორს წასვლისთვისაც, შესაძლოა, რეჟიმისთვის საფრთხის შესაქმნელად“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×