რეზონანსი
20.03.2025

შვიდი თვით ადრე ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა ბიძინას და „ოცნების“ გეგმაა, რომ ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან გადაიტანოს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 

მისი თქმით,  „ლელო საქართველოსთვის“ დღეს მთავარი პრიორიტეტია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა შვიდი თვით ადრე არის ბიძინას და „ოცნების“ გეგმა – გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი პრიორიტეტი!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×