რეზონანსი
19.03.2025

 „ქართული ოცნების“ წევრის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ფონდები, რომელთა ანგარიშებიც დაყადაღებულია, ბევრ ისეთი სახის დაფინანსებას ეწეოდნენ, რომელიც ძალადობას ახალისებს.

ლევან მაჭავარიანს რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„შეიძლება, მათ ისეთი დაფინანსება აქვთ გაცემული, რაც სადავოც არ იყოს, მაგრამ ბევრი ისეთი სახის დაფინანსებაა გაწეული, რომელიც, შეიძლება, არაპირდაპირ და ირიბად ძალადობას ახალისებს. ჰპირდებიან, ქუჩაში გამოდით, კანონი დაარღვიეთ, ჯარიმებს გადაგიხდითო. ასეთი მოქმედება არ შეიძლება. იმით თავის მართლება, რომ ერთი-ორ ადამიანს სესხიც გადავუხადეთო, რა თქმა უნდა, იმ დანაშაულს არ აბათილებს, რომელიც დანაშაულის ჩადენაზე პირდაპირი მოწოდებაა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×