რეზონანსი
19.03.2025

გლდანში მკვლელობა მოხდა. ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნაქირავებ ბინაში 50 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. სავარაუდოდ, მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დანით მოკლა მეგობარი.

შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები. დღის 12 საათისთვის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ტრაგედიის ადგილას არ იმყოფებოდნენ მოკლულის ოჯახის წევრები. არსებული ინფორმაციით, ის რაიონიდან არის და თბილისში მუშაობდა.

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მომხდარის დეტალებზე ამ კორპუსის მაცხოვრებლები არ საუბრობენ. ყველა ამბობს, რომ არც მოკლულს და არც მკვლელობაში ბრალდებულს არ იცნობდნენ.

"ორ მეგობარს ბინა ნაქირავები ჰქონდა ჩვენს კორპუსში, მე-12 სართულზე და როგორც გავიგე, ერთმა მოკლა მეორე. მკვლელობა რა მოტივით მოხდა, არ ვიცი. არც ვიცნობდი პირადად მათ. დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცია მოკლული. სავარაუდოდ, დილით მოხდა მკვლელობა. როგორც ვიცი, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, ის უკვე დაკავებულია. ორივე ერთად ცხოვრობდა იმ ნაქირავებში. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდოდ, დანით არის მოკლული", - ამბობს ჩვენთან საუბარში იმ კორპუსში მცხოვრები ქალბატონი.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×