რეზონანსი
19.03.2025

2025 წლის თებერვალში ყველაზე მეტად კომბოსტო მწვანილი და კივი გაძვირდა.  საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ათეული ასეთია 

კომბოსტო 73%

მწვანილი 46%

კივი 45%

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 33%

მანდარინი 25%

ნიორი 23%

საავადმყოფოს მომსახურება 22%

ბადრიჯანი 21%

ფორთოხალი 20%

ბრინჯი 11%

რაც შეეხება სხვა პოპულარულ პროდუქტებს:

ხინკალი რესტორანში გაძვირდა 13%-ით, ლუდი და ასევე ლუდი ბარში 12-9%-ით. ჩამოსასხმელი ღვინო 7%-ით.

საბავშვო ბაღის გადასახდელი 10%-ით, ძიძის მომსახურება კი 3%-ით გაიზარდა. ქალის თმის დავარცხნა გაძვირდა 7%-ით, სასტუმროს მომსახურებაც 7%-ით. კინოსეანზე დასწრების ღირებულებამ 13%-ით მოიმატა, სპექტაკლზე დასწრებისა კი 7%-ით.

3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×