რეზონანსი
19.03.2025

შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდიტორიაც ჰყავს შეკრებილი. 

სწორედ, ამ საინტერესო პოდკასტის პარტნიორი გახდა თიბისი, რადგან ტრადიციულად, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საკითხები კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია. 

მწარე პოდკასტში თქვენთვის საინტერესო თემას აუცილებლად იპოვნით. მნიშვნელოვან და საკვანძო ეპიზოდებს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან, წამყვანი - ნიკა ხოფერია ისტორიკოსებთან და მკვლევარებთან ერთად განიხილავს. ასევე, შეძლებთ კულტურის, ცივილიზაციების, სამხედრო თემატიკაზე შექმნილი პოდკასტების მოსმენასაც. 

მწარე პოდკასტის მოსმენას შეძლებთ შემდეგ პლატფორმებზე: Youtube და  Spotify.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×