რეზონანსი
19.03.2025

პუტინსა და ტრამპს შორის გამართული თითქოსდა მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარის შემდეგ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შემცირებულა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„პუტინი საკუთარ თამაშს თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ დაჯდება და ამას დიდხანს არ უყურებს. ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართული თითქოსდა მნიშვნელოვანი და შესანიშნავი სატელეფონო საუბრის შემდეგ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთოდ არ შემცირებულა", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, კრემლის მოთხოვნა, რომ დასავლეთმა უკრაინას სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩეროს, მიუღებელია.

„ეს სრულიად ნათელია. პუტინი ცდილობს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას ხელი შეუშალოს, რათა კიდევ ერთი თავდასხმის შემთხვევაში, იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტის დროს თუ მის შემდეგ, უკრაინამ თავის დაცვა ვერ შეძლოს", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×