რეზონანსი
19.03.2025

ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული ტერიტორია კეთილმოეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ სივრცეს კურიერები დასასვენებლად გამოიყენებენ, ვინაიდან მათ დამღლელი სამუშაო აქვთ და მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში უწევთ ყოფნა.

„ვაკის რაიონში, სადაც ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომელიც ბაგებსა და უნივერსიტეტის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს, ყოველდღე ხდება კურიერების შეკრება. მათ საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ, მთელი დღის განმავლობაში ქალაქში მოძრაობენ. ეს არის ადგილი, სადაც ისინი იკრიბებიან, იღებენ შეკვეთებს და ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, იქვე არსებულ მუნიციპალურ ტერიტორიაზე მოვაწყოთ გადახურული და კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც ამ ახალგაზრდებს ნორმალური პირობები ექნებათ. შესაძლოა, დაიდგას მოსასვენებელი სკამები, რათა კურიერები ქუჩაში არ იდგნენ. საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და ეს ჩვენი მხრიდან მცირე ხელშეწყობა იქნება. მხედველობაში მაქვს ჯებირებს მიღმა, შიდა სივრცე", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×