რეზონანსი
19.03.2025

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა. თურქული მედიის "ანადოლუს" ცნობით, ეკრემ იმამოღლუ კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

გარდა ამისა, თურქეთის პროკურატურამ, დაახლოებით, 100 ადამიანის დაკავების ორდერები გასცა. ამასთან, ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და ოთხი დღით  ქალაქში დემონსტრაციები აკრძალა.

სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×