რეზონანსი
19.03.2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში  უცნობმა პირებმა ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა 18 მარტის ღამეს მოხდა. საბედნიეროდ, ხელყუმბარა არ აფეთქებულა და არც რაიმე ტრაგედია მომხდარა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემზარავი თავდასხმის უკან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები იდგნენ.  მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ კრიმინალური სამყაროს წევრებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა. 

ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევები სწორედ მარნეულში გახშირდა.

წყარო: Aktual.ge 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×