რეზონანსი
18.03.2025

"გახარიას პარტია ან პარლამენტიდან გამოვიდეს... სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ განაცხადა, რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი - ცუდი, ეს მიუღებელია" - ხაბეიშვილი

„ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით," გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ან პარ­ლა­მენ­ტი­დან უნდა გა­მო­ვი­დენ, ან ოპო­ზი­ცი­ის ლან­ძღვას შე­ეშ­ვან, ან ერ­თი­ა­ნო­ბას და­თან­ხმდნენ.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დას­კვნა უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს - „ვინ არის ოპო­ზი­ცია და ვინ ბი­ძი­ანს კა­რის კაცი".

"დღე-ნა­ხე­ვა­რია ოპო­ზი­ცი­ა­შია და პარ­ლა­მენ­ტი­დან არ გა­მო­დი­ან. კი­თხეთ, რა­ტომ არ ტო­ვე­ბენ პარ­ლა­მენტს თუ არა­ლე­გი­ტი­მუ­რია? რა­ღაც ფი­ნან­სებ­ზე ბუტ­ბუ­ტე­ბენ. მათ ფი­ნან­სე­ბი რომ მო­ი­პა­რეს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" ერ­თად, ეგე­თი უნდა. ამი­ტომ, რა­ღაც ქნას: ან პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­მო­ვი­დეს, ან ოპო­ზი­ცი­ის ლან­ძღვას შე­ეშ­ვას, ან ერ­თი­ა­ნო­ბას და­თან­ხმდეს. რა­ღაც მოქ­მე­დე­ბებს რომ არ აკე­თებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დას­კვნა უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს - ვინ არის ოპო­ზი­ცია და ვინ ბი­ძი­ანს კა­რის კაცი.

გა­სა­გე­ბია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არ უნ­დათ ერ­თო­ბა. სა­ლო­მემ სა­ერ­თოდ გა­ნა­ცხა­და, რომ დაქ­საქ­სუ­ლო­ბა ყო­ფი­ლა კარ­გი, ერ­თი­ა­ნო­ბა ცუდი. მი­უ­ღე­ბე­ლია ეს. სა­ქარ­თვე­ლოს გერბზე გარ­კვე­ვით წე­რია - „ძალა ერ­თო­ბა­შია" და არა „ძალა კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია", - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად აქვს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს იმის პერ­სპექ­ტი­ვა რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გი მის გარ­შე­მო გა­ა­ერ­თი­ა­ნოს, ხა­ბე­იშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­ერ­თი­ან­დე­ბა მათ­თან, რომ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად არი­ან „ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი".

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა მარ­ტი­ვად გა­არ­ჩევს ვინ არის ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ვინ არის ბი­ძი­ნას კა­რის ოპო­ზი­ცია, ვის არ უნდა ერ­თი­ა­ნო­ბა. ვი­საც დღეს ერ­თი­ა­ნო­ბა არ უნდა ის არის ბი­ძი­ნას კა­რის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი. ხალ­ხს უნდა ერ­თი­ა­ნო­ბა, არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არ აინ­ტე­რე­სებთ, მათი აინ­ტე­რე­სებთ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ვი­ღა­ცე­ბი კი სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის ბა­ნე­რებს ვერ ეშ­ვე­ბი­ან, ვი­ღა­ცას ახა­ლი პარ­ტი­ის შექ­მნა უნდა და. ა.შ.

ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, ერ­თი­ა­ნო­ბა. ჩვენ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან გა­ვერ­თი­ან­დე­ბით, რომ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად არი­ან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი და არა თა­მაშ-თა­მა­შიც, ცეკ­ვა-ცეკ­ვით და ერთი ად­გი­ლის თა­მა­შით", - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს 31 მარ­ტამ­დე აქვს დრო აზ­რის შე­საც­ვლე­ლად, რომ „ერ­თი­ა­ნო­ბა კარ­გია".

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2018 წელს, სპე­ცო­პე­რა­ცია იყო - არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, როცა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­ხა­დეს პრე­ზი­დენ­ტი და ია კერ­ძა­ი­ას მკვლე­ლო­ბა არა­ვის და­ა­ვი­წყდეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით. 31 მარ­ტამ­დე არის კი­დევ სივ­რცე თუ აზრს არ შე­იც­ვლის, რომ ერ­თი­ა­ნო­ბა კარ­გია, ჩვენ არა­ვის­თან პრობ­ლე­მა არ გვექ­ნე­ბა. პრო­ცე­სი, სა­დაც გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დაქ­საქ­სუ­ლო­ბა კარ­გია და ერ­თი­ა­ნო­ბა ცუ­დია, ასე არ გა­მო­ვა. ვი­ღა­ცებს ატყუ­ებ­დნენ, ვი­თომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია, ამ დროს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის საქ­მეს აკე­თებ­დნენ და პარ­ლა­მენ­ტი­დან არ გა­მო­დი­ოდ­ნენ, მა­გა­ლი­თად. ბევ­რი დაგ­როვ­და. ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი. ახლა ერ­თგვა­რი გა­დატ­ვირ­თვა მოხ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­არ­ჩი­ონ, ვინ არის ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი და ვინ ფუ­ლის­ტი, ვინ არის დაქ­საქ­სუ­ლო­ბის და ვინ ერ­თი­ა­ნო­ბის მომ­ხრე",- გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×