რეზონანსი
18.03.2025

გამოძიება ამბობს, რომ კონკრეტულ ფონდებში აკუმულირებული თანხები  კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა და გამოძიების ფარგლებში ეს ფონდები დაყადაღდა - აცხადებს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, სახელმწიფოზე შეტევა, ასეთი სახის ქმედებების ორგანიზება, არც სიტყვის და არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში არ ჯდება.

„პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილება ალბათ თავისი განცხადებით დაასაბუთა, სადაც საუბარია, რომ ამ ფონდებში აკუმულირებული თანხები გამოიყენებოდა ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურაში მიმდინარეობს გარკვეული გამოძიება. 

ერთია იმის უფლება, რომ შენი პროტესტი გამოხატო და მეორეა ვითარება, როცა პროტესტის გამოხატვის საფარველქვეშ შენიღბულია სახელმწიფოზე შეტევა, მობილიზება და ორგანიზება ასეთი სახის ქმედებების, რაც რა თქმა უნდა, არც სიტყვის, არც აზრის, არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში და ჩარჩოებში არ ჯდება. 

აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ამ გამოძიების ფარგლებში იხელმძღვანელა და არსებული ფონდები დააყადაღა. 

გამოძიება ამბობს, რომ ფონდებში აკუმულირებული თანხები ისეთი ქმედებებისთვის გამოიყენებოდა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებაზე მიუთითებდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×