რეზონანსი
17.03.2025

ნანუკას ფონდი დააყადაღეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

"ბანკში მეუბნებიან რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.

ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების  მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა. დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება." - წერს ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, "ნანუკას ფონდის" გარდა, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც. კერძოდ::

"prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი.

Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 

ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ბოლო ინფორმაციით ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ." წერს ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×