რეზონანსი
15.03.2025

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მომუშავე რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. იუსტიციის დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ პროკურორებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ სასამართლო საქმეებს აწარმოებდნენ.

„მოვითხოვ სხვადასხვა დარღვევისთვის პასუხისგებაში მიეცეს რამდენიმე ყოფილი სახელმწიფო მოხელე. მათ შორის ისინიც, ვინც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ. მათ თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენეს ჩვენი დაზვერვისა და სამართალდამცავი ორგანოების უზარმაზარი შესაძლებლობები. ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ამერიკელი ხალხის ნებისთვის. ისინი ჯაშუშობდნენ ჩემი საარჩევნო შტაბის წევრებზე, ახორციელებდნენ ოპერაციებს ჭორებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, დაარღვიეს კანონი უდიდესი მასშტაბით, დევნიდნენ ჩემს ოჯახს, თანამშრომლებს და მხარდამჭერებს, დაესხნენ თავს ჩემს სახლს მარ-ა-ლაგოში და რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის აშშ-ის პრეზიდენტად გახდომაში ხელი შეეშალათ“, - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×