რეზონანსი
15.03.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში ოპერაციამ თავისი ამოცანა შეასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ცხადია, რომ კურსკის ოლქში ძალიან რთული ვითარებაა. კურსკის ოპერაციის მიზანი იყო, რომ [მოწინააღმდეგეს] ჯარები გაეყვანა პოკროვსკიდან, ხარკოვის მიმართულებიდან და სუმიდან. ჩვენი ბიჭები აბსოლუტური გმირები არიან, მათ ძლიერი დარტყმა მიიღეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციის წყალობით შესაძლებელი გახდა სიტუაციის სტაბილიზირება პოკროვსკისა და ხარკოვის მიმართულებით.

პრეზიდენტმა ჯარისკაცებს კურსკის ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ოპერაციამ შეასრულა თავისი მისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×