რეზონანსი
14.03.2025

საქართველოში 18 მარტიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, 18 მარტიდან, ზოგ რეგიონში ნავარაუდევია წვიმა და ქარი.

„საქართველოში ჯერ ნარჩუნდება მზიანი და უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოში, 18 მარტს, საღამოს საათებიდან მოიღრუბლება, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ტემპერატურა კლებას დაიწყებს. ტემპერატურის კლება მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. მთაში, ან მაღალ მთაში, მოსალოდნელია 1 გრადუსი.

18 მარტიდან საქართველოში ამინდი იცვლება.დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას, 19-20 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება.

დედაქალაქში 19 მარტიდან დაიწყება ნალექი. კვირის განმავლობაში მთლიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი",- აღნიშნა გვაზავამ „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×