რეზონანსი
14.03.2025

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

სოციალურ ქსელ X-ში საგარეო უწყება წერს, რომ მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო შეთანხმების ჩვიდმეტივე მუხლთან დაკავშირებით. ეს არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი!" - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულების შესახებ 13 მარტს ოფიციალურად განაცხადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×