რეზონანსი
13.03.2025

„საქსტატმა“ საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლის თებერვალში საქართველოს ექსპორტი წლიურად 7%-ით შემცირდა და მან 431.5 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიანად იანვარ-თებერვალში კი ექსპორტი 835 მილიონი დოლარის ტოლი იყო, რაც წლიურად 4%-ით არის გაზრდილი, რაც იანვარში ექსპორტის 18%-იანი ზრდით იყო განპირობებული.

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა თებერვალში 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად ასევე 7%-ით არის შემცირებული. თუმცა, იანვარ-თებერვლის იმპორტი ჯამურად 2.7 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 19.5%-ით), მაგრამ აქედან 500 მილიონ დოლარზე მეტი ქვეყანაში ძვირადღირებული ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტზე მოდიოდა, მის გარეშე კი რეალური იმპორტი 2.2 მილიარდი დოლარი იყო.

უფრო დეტალურად თუ რა საქონლის იმპორტი და ექსპორტი შემცირდა 2025 წლის თებერვალში ცნობილი გახდება 19 მარტს, როდესაც საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×